საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას, მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ისაუბრეს ქვეყნის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურების შესახებ.
„დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვისა და კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული მცდელობების გამო. ამასთან, ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ოკუპაციის ფონზე არსებული სიტუაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოლეგებმა ყურადღება გაამახვილეს ვითარების დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.