შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
“შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შედეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა. ვგულისხმობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც „ფეისბუქზე“ აქტიურობს, თუ რამე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა გარდაცვლილთა ან ავადმყოფების რაოდენობის შემცირების ან რაღაც ტენდენციის შემცირებაზე, უკმაყოფილო არიან და ილანძღებიან. როდესაც ოპტიმისტურ ინფორმაციას აქვეყნებ და ამაზე არის უკმაყოფილება, ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს ოპტიმისტური ინფორმაცია ხელს არ აძლევთ. საბედნიეროდ, ასეთი არის მოსახლეობის უმცირესობა”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ