ევროსაბჭო სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
ამის შესახებ ევროკავშირის გენერალური მდივნისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მოზარდების ხანგრძლივი დაკავების გამო. პოლიტიკა მოზარდების დაპატიმრების მიზეზი ევროპაში არ უნდა იყოს", _ ნათქვამია განცხადებაში.