აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლი საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა და ამ დროისათვის თბილისში იმყოფება.
ის საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.