„აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების ნიშნები", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი განმარტებით, მიმდინარე და მომდევნო კვირის განმავლობაში მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უკვე დაწესებული ზომები დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს.
"შემდეგ ბუნებრივია, მოგვიწევს ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც რომელიმე დასახლებულ პუნქტში მობილობის შეზღუდვის სახით, მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით მკაფიო ცხელი წერტილები, გარდა ერთეული კერებისა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
მომატებული მობილობის გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად, აღდგომის დღესასწაულზე შეზღუდვების რაიმე კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არის. ზოგად ღონისძიებებზე მიდის საუბარი. გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგადი წესები ძალაში რჩება, მაგრამ მეტ კონკრეტიკას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.