იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას იწყებს.
საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით განხორციელდება 2021 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალი განცხადებების მიღება შესაძლებელია ჯამში თერთმეტ ვაკანსიაზე.