COVID-19-ის შემთხვევების გამო, ქობულეთის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლა დროებით დაიხურა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა ტექნიკური სამსახურის თანამშრომელს. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
COVID-19-ის შემთხვევები გამოვლინდა ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში. ტესტირების შემდეგ კოვიდი დაუდასტურდა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. ინფიცირებულები არიან მათი ოჯახის წევრები.
ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე აცხადებს, რომ ხვალიდან მუნიციპალიტეტის 46-საჯარო და 3-კერძო სკოლაში სავალდებულო ტესტირება ჩატარდება.