ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა "ჰიუნდაის" ფირმის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები კი ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილები. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.