ვაქცინების მრავალფეროვნება ქვეყანაში ხელს შეუწყობს ვაქცინაციის გაფართოებას, აცხადებს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის განმარტებით, სწორედ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი COVID-19-ის შემთხვევების შემცირება.
მისი თქმით, ბოლო 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება, დილის მონაცემებით გვაქვს 228 შემთხვევა, თუმცა მოგეხსენებათ ორშაბათობით დაბალი მონაცემებია.