ბათუმში "სიყვარულის" ქანდაკება იხსნება. ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება ბათუმის სანაპიროზე, ქალაქის შემოსასვლელში დაიდგა და დღეს, 2 ნოემბერს, გაიხსნება.
7-მეტრიანი სკულპტურა 8-10 წუთის ინტერვალით მოძრაობს. მისი ავტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ხელოვანი თამარ კვესიტაძეა.
სკულპტურა მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და ერთიანობის გამომხატველია და მან 2007 წელს ვენეციის ბიენალეზე მოწონება დაიმსახურა.
მონუმენტის მცირე მოდელი უკვე წარდგენილი იყო ევროპის და აშშ-ს სხვადასხვა გამოფენაზე და ექსპერტებისაგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
"სიყვარულის" ქანდაკებისათვის ბიუჯეტიდან 2 მლნ. 400 ათასი ლარი დაიხარჯა.
მონუმენტი ფოლადის მასალისგანაა დამზადებული.