დღეს, 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, გორის უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების პროგრამები სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში განხორციელდება.
თოთხმეტამდე სასწავლო კურსის შემუშავება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.
გორის უნივერსიტეტის ხელშეწყობა გასული წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარების ნაწილს წარმოადგენს. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის სრული ღირებულება 4.4 მილიონ ევროს შეადგენს. მისი სამი კომპონენტი ინფრასტრუქტურის აღდგენას, მიკროფინანსირებას და პროფესიული განათლების განვითარებას მოიცავს.
ოფიციალურ გახსნას საქართველოში ევროკომისიის წამომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი პერ ეკლუნდი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია და შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი.