ქართველი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტროს ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა გადასცა.
როგორც რეჟისორმა განაცხადა, თითო ასეთი რამ, კავშირია საფრანგეთსა და საქართველოს შორის.
„ცხოვრება იმდენად მძიმე ამბებით არის სავსე, განსაკუთრებით, ჩვენი დღევანდელობა, რომ როდესაც რაღაც ისეთი შეგხვდება, განყენებული, თავისთავად, სასიამოვნოა. თითო ასეთი რამ, ეს უკვე კავშირია საფრანგეთსა და საქართველოს შორის. მე ესეც მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, - თქვა ლანა ღოღობერიძემ.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ ის მოხარული და ამაყია, რომ ლანა ღოღობერიძე ჯილდო პირადად გადასცა.
„მოხარული ვართ და ვამაყოფთ, რომ ქალბატონი ლანა ღოღობერიძე დავაჯილდოვეთ. ჩვენ პატივს მივაგებთ დიდ ხელოვანს, რომელიც საქართველოს საფრანგეთს აცნობს. ქართულ კინოს საფრანგეთში კარგად იცნობენ. ჩვენთან დიდ პატივს სცემენ კინოს და კონკრეტულად, ქართულ ფილმებს. ლანა ღოღობერიძემ ამ კუთხით დიდი როლი შეასრულა. მისი ფილმები, რომელიც ნანახი მაქვს, განსაკუთრებით ძლიერი ქალების სახეებმა მომხიბლა. ვფიქრობ, ის ბევრი ქალისთვის იყო ინსპირაცია“, - თქვა ელჩმა კოლასმა.