კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ხვალ საჯაროდ აიცრება. იტყობინება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
"ხვალ, 30 მარტს , 12:00 საათზე , ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საჯაროდ აიცრება", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 100 ცნობადი ადამიანის ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ეკონომისტი გიორგი ბაქრაძე აიცრნენ.