სიტუაციას განმუხტავდა ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და არა მელიას მიერ გირაოს გადახდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში რამდენიმე საკითხი განმუხტავს.
„ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების შეწყვეტა, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და ეს არის არჩევნების ჩატარება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფლად გამოხატულ ნებას. ეს არის საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის რეცეპტი. როგორ მივალთ ჩვენ აქამდე, ამაზე შეთანხმებისთვის ჩვენ ვართ მზად“, – განაცხადა სამადაშვილმა