ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ეს ბელადი სააკაშვილის დროს ხდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დიალოგი გრძელდება და იმედი აქვს, რომ შეთანხმება შედგება.
„რა თქმა უნდა, დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან რამე დესტრუქციას ადგილი არ ექნება. პირიქით, ეს ოპოზიციისგან იყო. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული. ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ეს ბელადი სააკაშვილის დროს ხდებოდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.