ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია. საქართველოში ვადამდელი არჩევნები არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.
"ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ, ამაზე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები. ეუთო/ოდირის დასკვნებიც ვნახეთ. ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება.
ჩვენგან რაიმე სახის დესტრუქციას ადგილი არც ჰქონია. ჩვენ ამის მომსწრე ოპოზიციის მხრიდან გავხდით. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ. ეს არსებობდა თქვენი ბელადი სააკაშვილის დროს",-აღნიშნა ღარიბაშვილმა.