17 ნოემბერს "სტუდენტობის საერთაშორისო დღე" აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობა რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.
უნივერსიტეტში მოეწყობა გამოფენა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენეტების ნახატების გამოფენა, სპორტისა და ხელოვნების ცენტრში სტუდენტები სისხლს უანგაროდ გაიღებენ. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
ცისფერი დარბაზში გაიმართება ასევე გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო, დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენცია "საინტერესო კლინიკური შემთხვევები".
ღონისძიება დასრულდება კონცერტით, რომელიც III კორპუსის "წითელი დარბაზში" გაიმართება.