დღეს, 17 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით - "დაბრუნება ზღაპრულ ქვეყანაში: კნუტ ჰამსუნი"
როგორც თსუ-ში აცხადებენ, კონფერენცია ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის დაბადებიდან 150-ე და საქართველოში მოგზაურობის 110-ე წლისთავს ეძღვნება. ამ დღისათვის საქართველოს კნუტ ჰამსუნის შვილიშვილი ლაიფ ჰამსუნი ეწვევა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ-ის სკანდინავისტიკის ცენტრი და კნუტ ჰამსუნის საზოგადოება კავკასიაში.
კნუტ ჰამსუნი ნორვეგიაში 1859 წელს დაიბადა. რომანისთვის "მიწის მადლი" 1920 წელს იგი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.