ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ
"იმედი მაქვს, ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს, რადგან როგორც ამერიკელებმა ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს. მინდა ქართულ ოპოზიციას, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანს შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში, ამიტომ გვევალება, რომ ვიზრუნეთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე და არ ვიყო უნებლიეთ რუსული ინტერესების გამტარებელი, რადგან ოპოზიციის ფუნქცია არტ არის ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მცდელობა და ამით რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა", - განაცხადა წულუკიანმა.