ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა მიმდინარეობს.
სხდომა პირველი განცხადებით, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა გახსნა.
სენატორმა შაჰინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში რთული პოლიტიკური ვითარებაა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, ერთადერთი, ვინც ამ რთული ვითარებიდან იმარჯვებს, რუსეთია.
"საქართველოში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი მოგებული რუსეთია. რუსეთი ქაოსისგან სარგებელს იღებს. ოპოზიციის წევრების ციხეში გატარებული თითოეული დღე რუსეთის გამარჯვებაა. თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა. ამიტომაც დღეს ორივე მხარეს მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე იმუშაონ", - განაცხადა სენატორმა.