თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსის მესამე ტალღა აპრილში იყოს. ამის შესახებ ენდელაძემ "რუთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
ენდელაძის განცხადებით, მესამე ტალღა დიდი ალბათობით ისეთი სიძლიერის არ იქნება, როგორც წინა ტალღა.
"ვნახოთ, აპრილში შეიძლება იყოს მესამე ტალღა, მაგრამ მაინც, ვფიქრობ, რომ ისეთი სიძლიერით არ იქნება. წარმოუდგენელია, რომ მოსახლეობამ არ გაითავისოს, რომ არ იყოს მასიური ქორწილები, ქელეხები, თორემ ეს თუ გაგრძელდა ისე, როგორც გასული წლის ზაფხულში, აგვისტოში გავთამამდით, კი ვნახეთ რაც მივიღეთ და რაც მოხდა, ასე ალბათ არ იქნება და ამის პარალელურად ვაქცინაცია,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.