საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში იწყება კამერული ანსამბლების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც გამოჩენილი ქართველი შემსრულებლები, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსები და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველები და უცხოელი სტუმრები.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. მონაწილეები სხვადასვა ეპოქისა და სტილის ნაწარმოებებს ააჟღერებენ.
კამერული მუსიკის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს მხარდაჭერითა და მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ფესტივალის ორგანიზატორთა ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყონ საქართველოში კამერული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასა და ამ დარგში ახალაგაზრდა შემსრულებლების მოზიდვას.
ფესტივალი დღეს, 1-ელ ნოემბერს, 19 საათზე, საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნება.