პირადად მე, მიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, თავისი კომენტარებითა და განგრძობადი ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს , – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
კრამონმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე.
"მე მიშას რამდენიმე წლის წინ შევხვდი და მეგონა, რომ ის გონიერი პოლიტიკოსია. მან იცის, რომ ის გახიზნულია, მას რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას. მეორე მხრივ, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული. მაგრამ თავისი კომენტარებითა და განგრძობადი ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს. სწორედ ამიტომ ვარ დამწუხრებული. პირადად მე, მიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვისურვებდი, რომ ის ჩუმად ყოფილიყო ან კონსტრუქციული პოზიცია დაეჭირა და არ ჩარეულიყო. ეს არის ერთადერთი გზავნილი", – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.