მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდით, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც ეპიდემიის პროცესს უკავშირდება და ისიც, როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის.
„მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი კოლეგის ოჯახის წინაშე, ასევე ყველა ჩვენი კოლეგის წინაშე იმ დანაკარგის გამო, რომელიც გამოვცადეთ. უდიდესი ტრაგედიაა. ნამდვილად არ მაქვს სიტყვები აღვწერო რამდენად დიდი დანაკარგია ეს სისტემისთვის იმ რთულ პროცესში. მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ მოგვიწოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა, ჩვენ ისიც გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც ეპიდემიის პროცესს უკავშირდება და ისიც, როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის“,- განაცხადა გაბუნიამ.