მიმდინარე 2021 წელს, იმისთვის, რომ ჩვენ მეტი რესურსის შედეგიანად დახარჯვა მოგვეხერხებინა, განხორციელდა რეფორმები“, აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, მხოლოდ მიმდინარე წელს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამას დაემატება 80 მილიონი თანადაფინანსება მსოფლიო ბანკიდან, რაც მნიშვნელოვან წილად გააუმჯობესებს საქართველოში საირიგაციო ინფრასტრუქტურას.
"თუმცა, მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს დონორებთან და ექსპერტებთან, ვიმუშავებთ ასევე დრენაჟის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს გაუმჯობესება - აძლიერდა კომპანიის ტექნიკური შესაძლებლობები, ყოველწლიურად იზრდება დრენირებული ფართობი და მაგისტრალური არხების წმენდა მიმდინარეობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.