საქართველოს პრეზიდენტი უკვე ვაქცინირებულია. სალომე ზურაბიშვილმა COVID-ვაქცინის გასაკეთებლად ინფექციურ საავადმყოფოს ესტუმრა.
პრეზიდენტი "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა, როგორც თავად აღნიშნა მან ვაქცინა ურიგოდ გაიკეთა, რადგანაც იმ ჯგუფში არ არის, რომელსაც საქართველოში ვაქცინაცია ეკუთვნის.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა იქნას გამოყენებული ის საშუალება, რაც არსებობს, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.
პრეზიდენტი ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.