ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ბიძინა კულუმბეგოვმა "ასტრაზენეკას" ვაქცინა იაშვილის კლინიკაში საჯაროდ გაიკეთა.
"ამით ჩემთვის პანდემია დასრულებულია,"- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მესამე დღეა მიმდინარეობს. სულ ამ ეტაპზე აცრილია 2 307 პირი.