ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს იყო უპრეცედენტო გაყალბება, ჩვენ ვამბობდით, რომ შედეგები დამახინჯდა იმგვარად, რომ შეცვალა გამარჯვებული, - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, ხელისუფლებამ დაგეგმილად იმოქმედა იმგვარად, რომ ოპოზიციას მეორე ტურისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა და 17 მანდატი უბრძოლველად მოეპოვებინათ.
"გახსოვთ თქვენ, ბატონი კობახიძის განცხადება, რომ თუ დადასტურდა თუნდაც 1%-იანი გადახრა არჩევნების რეალური შედეგებისგან, ისინი მზად იყვნენ დათანხმებოდნენ ვადამდელ არჩევნებს.
ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს იყო უპრეცედენტო გაყალბება, ჩვენ ვამბობდით, რომ შედეგები დამახინჯდა იმგვარად, რომ შეცვალა გამარჯვებული.
ამ შემთხვევას, გაცილებით მეტია პრობლემა, ვიდრე 1%. როგორც კი დასრულდა არჩევნები, იყო უამრავი განცხადება დარღვევებთან დაკავშირებით. 1600 განცხადება იყო ოპოზიციური პატიების და, დაახლოებით, 250 უბანზე მოითხოვა გადათვლა მაღალი რეპუტაციის მქონე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. პასუხად მივიღეთ ის, რომ ყველა საჩივარი იქნა უარყოფილი და 250 უბნიდან გადაითვალეს მხოლოდ 6-ში. ასეთი დამოკიდებულება რომ დავინახეთ, რომ ინსტიტუციებმა, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ სიმართლის დადგენას, გამოავლინეს სრული მიკერძოება, არც კი შევიდნენ განხილვაში და ამით შეგნებულად მოახდინეს ოპოზიციის დემოტივაცია, აჩვენეს ძალის დემონსტრირება და ეს მოხდა იმისთვის, რომ მეორე ტურები ჩატარებულიყო ზუსტად ისე, როგორც ჩატარდა. 17 მანდატი, ანუ, მანდატებზე 10%-ზე მეტი იქნა მოპოვებული ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.