ხელისუფლებას ვურჩევდი, მოუსმინონ ქართველი ხალხის ხმას, გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, გადადგან ნაბიჯი, რომელიც არის საჭირო, რათა ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძე განაცხადა.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი ცივილიზებული გზა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო რესპუბლიკაა, არის ვადამდელი არჩევნები.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილების არყოფნის პირობებში“, – განაცხადა ბარამიძემ.