კათოლიკურ ეკლესიას არ აქვს ძალაუფლება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება აკურთხოს, რადგან თავად ღმერთს არ ძალუძს ცოდვის კურთხევა. ამის შესახებ ნათქვამია ვატიკანის რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის დადგენილებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ამავდროულად, რწმენის დოქტრინის კონგრეგაცია ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებში "გარკვეული პოზიტიური ელემენტების" შესახებ მიანიშნებს.
"ამგვარ ურთიერთობებში პოზიტიური ელემენტების არსებობა, რაც თავისთავად დასაფასებელია, ვერ ამართლებს ამ ურთიერთობებს და მათ საეკლესიო კურთხევის ლეგიტიმურ საგნად ვერ აქცევს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპმა მოიწონა კონგრეგაციის დადგენილება, რომლის მიზანიც, მათი თქმით, არა ვინმეს უსამართლო დისკრიმინაცია, არამედ საღვთისმსახურო რიტუალების შესახებ ჭეშმარიტების შეხსენებაა.
გასული წლის ოქტომბერში, რომის პაპმა დოკუმენტურ ფილმში აღნიშნა, რომ აუცილებელია ერთნაირსქესიანთა პირთა შორის სამოქალაქო კავშირი დაკანონდეს.