რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ აუცილებელია ერთნაირსქესიანთა პირთა შორის სამოქალაქო კავშირი დაკანონდეს. ამის შესახებ პოტიფიკოსი დოკუმენტურ ფილმში "ფრანცისკე" ამბობს.
პაპის თქმით, ჰომოსექსუალები დაცულები უნდა იყვნენ სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონით.
"ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ ოჯახში. ისინი ღვთის შვილები არიან და აქვთ უფლება ოჯახი ჰქონდეთ. არავინ არ უნდა განდევნონ და არ გაუბედურონ ამის გამო", - ამბობს პაპი.
"ის, რაც ჩვენ უნდა შევქმნათ, არის სამოქალაქო კავშირის კანონი, რაც მათ დაიცავს სამართლებრივად", - დასძინა რომის პაპმა.
ფოტო: Reuters