ვაქცინაციის პირველ დღეს 1 700 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "იმედის დღეში" ისაუბრა.
ცერცვაძის განცხადებით, ბევრი დარწმუნდება თუ როგორი უსაფრთხოა ვაქცინა და როგორ ორგანიზებულად ტარდება ვაქცინაცია.
"ვაქცინაციის პირველ დღეს 1 700 ადამიანი აიცრა. ბევრი ნახავს ახლა, თუ როგორი უსაფრთხოა ვაქცინა და როგორ ორგანიზებულად ტარდება. იყო საუბარი იმაზეც, რომ ქვეყნას გეგმა არ აქვს და ორგანიზებულად ვერ ჩატარდება, რომ ვაქცინა დარჩება აუთვისებელი - რისი დემაგოგია არ იყო! ამ დროს, ტარდება უაღრესად ორგანიზებულად. მედიამ გააშუქა, იდეალურად. არ მგონია, რომელიმე ქვეყანაში ასე საზეიმოდ, ასე ორგანიზებულად და აღმაფრენით ჩატარებულიყო ვაქცინაციის პირველი დღე. რომ გენახათ, ეს პროზაული საკითხი ვაქცინის გაკეთება, პატარა ზეიმად გადაიქცა. ყველა ერთმანეთს ულოცავდა და უხაროდა. იმედი მიეცა ქვეყანას, რომ გაიხსნება ბიზნესი, ეკონომიკა და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.