"გილოცავთ, ვაქცინაცია დაიწყო. იმედია, აქტიურად შემოვა და მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება წლის ბოლომდე, – ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასიამოვნოა, რომ გამოითქვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვაქცინა თრომბოემბოლიებთან კავშირში არ ყოფილა.
"გვერდითი მოვლენები დავუშვათ უფრო მეტი აქვს მიწის თხილს, რომლის მირთმევამაც შესაძლოა, უფრო მწვავე ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ. სასიამოვნოა, რომ გამოითქვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვაქცინა თრომბოემბოლიებთან კავშირში არ ყოფილა. ის ქვეყნებიც აღადგენენ მის გამოყენებას, რომლებმაც ორი კვირით შეაჩერეს. მე პირადად სხვა ვაქცინებს ვენდობი, მათ შორის ჩინურ ვაქცინასაც. დიახ, ვაქცინაცია არის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი", - განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო.