მედია ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტს, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, პარლამენტში ინიცირებას "ქრისტიან-დემოკრატები" გაუკეთებენ.
ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" სხდომის დაწყების წინ, სადაც მოძრაობის წევრები კანონპროექტის ავტორებს შეხვდებიან.
"იმას, რომ ქართულ მედიაში პრობლემებია, საერთაშორისო რეიტინგები არ სჭირდება. ჩვენ ვაპირებთ მუშაობის გააქტიურებას და საქართველოს პარლამენტში ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მედიის თავისუფლებაში დამატებით გარანტიებს შეიტანს. საკანონმდებლო დონეზე შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში ისეთი გარანტიების შექმნა, როგორიც არის სწრაფი და იაფი სასამართლოს იდეა, რომელიც ამ წინადადებების პაკეტის ავტორებმა უკვე შეიმუშავეს". - აღნიშნა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობისა და მედია ჯგუფების საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მედიის გამჭვირვალობას ითვალსიწინებს, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გასულ კვირას გააცნეს.
მისი პრეზენტაცია სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთანაც იგეგმება.