ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან; თუნდაც დღეს - თქვა პრემიერ-მინისტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"რაც შეეხება ბატონი მელიას პატიმრობას - კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ამის შესახებ პროკურატურამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება - ბატონ მელიას, მის ოჯახის წევრს ან მის ოჯახს, ან თანაგუნდელებს, შეუძლია გადაიხადოს გირაო და გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს", - განაცხადა პრემიერმა.