რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ კურილიის კუნძულები მოინახულა. მედვედევი გახდა რუსეთის პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც კურილიის კუნძულები მონახულა, რომლებზეც უკვე 65 წელიწადია პრეტენზიას იაპონია აცხადებს.
მედვედევი კუნძულ კუნაშირზე თითქმის ოთხი საათი გაჩერდა. მედვედევი იქ მაშინ ჩავიდა, როდესაც რუსეთ - სამხრეთ-აღმოსახლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის სამიტიდან ბრუნდებოდა.
კურილიის კუნძულებზე ყოფნის დროს მედვედევს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იაპონიასთან ურთიერთობებზე.
რუსული მედიის ინფორმაციით, მისი ვიზიტი მხოლოდ კურილიის კუნძულების სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხასიათს ატარებდა. მან მოინახულა ელექტროსადგური. დაინტერესდა ტელევიზიის განვითარებით "რუსეთის ამ შორეულ რეგიონში", - აღნიშნავს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, კურილიის კუნძულებზე ამჟამად ოთხი რუსული არხია, თუმცა მედვედევმა პირობა დადო, რომ მალე რუსული არხების რაოდენობა ოცი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის სამიტზე განაცხადა, რომ - "რუსეთის პრეზიდენტი თვითონ გადაწყვიტავს, როდის მოინახულოს მან კურილიის კუნძულები. ეს განცხადება ლავროვმა იაპონელი ჟურნალისტისათვის პასუხის გაცემისას.
იაპონელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა თუ როგორ იმოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის პრეზიდენტის ვიზიტი იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე და ღელავს თუ არა პირადად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ მოსალოდნელი ვიზიტის გამო.
"ვერავითარ კავშირს გამგზავრებასა და ურთიერთობებს შორის ვერ ვხედავ. როგორც შეიძლება ვღელავდე იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად დადის რუსეთის იმ რეგიონებში რომელთა მონახულებაც მას სურს?", _ უპასუხა ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ , რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კურილის კუნძულების მონახულებას გეგმავდა. მედვედევის ამ განცხადებამ იაპონიის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც კუნძულებს თავის საკუთრებად მიიჩნევს. იაპონიის პრემიერმა ამის გამო საგანგებო განცხადებაც კი გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს ამ ვიზიტის განხორციელებისაგან თავის შეკავება ურჩია. იაპონიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მედვედევი კურილიის კუნძულებს ეწვევა ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დაძაბავს. ტოკიო კურილიის კუნძულების ოთხ კუნძულზე აცხადებს პრეტენზიას.