საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ასეული დღეს დილით ავღანეთში გაემგზავრა.
სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართული სამშვიდობო ასეული მისიას ქაბულთან ახლოს, ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში შეასრულებს.
სამშვიდობო მისიის შემადგენლობა თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ გააცილა. დამატებით 700 სამხედრო ავღანეთში თებერვალში გაიგზავნება.
"ეს არის ასეული, რომელიც მიდის ფრანგული სარდლობის ქვეშ და მათი დისლოკაციის ადგილი იქნება ქაბული. ქართველი სამხედროების ავღნეთში გამგზავრება მნიშვნელოვანია როგორც შეიარაღებული ძალებისათვის, ისე საქართველოსთვის", _ განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
დღეს ავღანეთში სულ 173 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის კაპელანი-მართლმადიდებელი მღვდელი მამა იოსები გაემზავრება.