გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა.
ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
"რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას და მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას. რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილად შესრულებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ან ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის შეუზღუდავი წვდომის დაშვების შესახებ.
შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს, განაგრძოს რუსეთზე ზეწოლა, რა შეწყვიტოს ოკუპაცია და სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება", - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.