ყაზბეგი - ლარსის საავტომობილო გზის ჩახერგილი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
მგზავრებს გზის ჩახერგვის გამო რამდენიმე საათიანი ლოდინი უწევთ.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზაზე კლდე გუშინ ჩამოიშალა. სპეციალისტების განცხადებით, კლდის ჩამოშლამ სავალ გზაზე დიდი ლოდები ჩამოიტანა, რომლის დაშლა აფეთქების გარეშე შეუძლებელია.
გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.