საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორი ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას თავად ქეთი დოლიძე ავრცელებს.
"ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე დაჯილდოვდეს თამარ მეფის ორდენით", - აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.