ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი, შეფასებები და არც ამჯერად ვაპირებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფარული ჩანაწერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
დასმულ კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება და გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე აცხადებს: „მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, თქვენც და საზოგადოებასაც, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ“.