დღეს მე-18 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" დაიხურება.
ფესტივალი ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებით დასრულდება.
ფესტივალში მონაწილეთა შორის იყვნენ დირიჟორები - ვახტანგ კახიძე, ავნერ ბირონი, სოლისტები - მარინა ნადირაძე, ფილიპ ჯენკინსი, ელენე ჭელიძე, მეგი ჩიხრაძე, ეთერ ხალვაში, ანზორ ხიდაშელი, ლეგი იმედაშვილი, ნატალია შერი, არიე ბარ- დრომა, იანე ტომსენი, იანა ბოუშკოვა, გიორგი ცაგარელი, თეონა კახიძე, ნატო კახიძე, დავით ქავთარაძე, თამაზ მამალაძე, დავით რატიანი, დავით ჯაფარიძე, ნიკა გვრიტიშვილი, ზურაბ შავაძე, დავით მასტერანოვი, ამირან ცქიტიშვილი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ისრაელის კამერული ორკესტრი, სტუდენტთა სიმებიანი კვარტეტი, ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი, საფესტივალო სიმებიანი კვარტეტი, ცენტრალური სამუსიკო გიმნაზიის სიმებიანი კვარტეტი, თბილისის ოპერის თეატრისა და კონსერვატორიის გაერთიანებული გუნდი, ანსამბლები "რუსთავი", '"ბასიანი", "მძლევარი", წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, ეთნო-ჯაზ კვინტეტი'"კოლსიმხა".
ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" 1993 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და დედაქალაქის მერიის ინიციატივით დაფუძნდა.
2006 წლიდან ფესტივალი კი ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
წელს ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის გახსნასა და ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს დაემთხვა.