ერთ დღეს, საღამოს ლაპარაკობენ მოლაპარაკებებზე და მეორე დღეს მოდიან და აწყობენ ობსტრუქციას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოზარ სუბარი ოპოზიციაზე და აღნიშნავს,რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდა არ არის პარლამენტის შემოსასვლელ კარებთან შეურაცხყოფის მიყენება.
"მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ თვითონ მათი მხრიდან არის აბსოლუტური უპრინციპობა. ერთ დღეს, საღამოს ლაპარაკობენ მოლაპარაკებებზე და მეორე დღეს მოდიან და აწყობენ ობსტრუქციას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პარლამენტის შემოსასვლელს კეტავენ. ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ პარლამენტის წევრებს. ეს მოლაპარაკებების მეორე დღეს გაკეთეს. დღეს თქვეს, რომ დროებით უარს ვამბობთ და ხვალ სავარაუდოდ ისევ გააგრძელებენ. მოლაპარაკებების მაგიდა არ არის პარლამენტის შემოსასვლელ კარებთან შეურაცხყოფის მიყენება. თუ მოლაპარაკებებზე პროგრესი მიღწეული არ იქნება, ისიც ცნობილი იქნება, ვის გამო არ არის პროგრესი მიღწეული", - განაცხადა სუბარმა.