სამეგრელოში წყალდიდობის შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში 35 წლის ადამიანი დაიღუპა.
ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომანქანა გაიტაცა, სადაც 6 მგზავრი იმყოფებოდა. 5 ადამიანი გადარჩა, ხოლო მძღოლი გოჩა ჟვანია დაიღუპა.
სტიქია სამეგრელოში ორი დღეა მიმდინარეობს. წყალდიდობის შედეგად ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის რაიონის სოფლები დაზარალდა. განადგურებულია პირუტყვი და ფრინველი. განადგურდა სიმინდის ყანები და ზამთრის მარაგი. დაზარალებულია 150-მდე ოჯახი. შესაბასიმა კომისიებმა ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს.