ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარებულ მის მსოფლიოს კონკურსზე გამარჯვებული 18 წლის ამერიკელი ალექსანდრა მილსი გახდა.
მეორე ადგილი ბოთსვანელმა ემა ვარეუსმა მოიპოვა, მესამეზე კი "მის ვენესუელა" ადრიანა ვასინი გავიდა.
ახალი "მის მსოფლიო" კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვულში ცხოვრობს.
მილსმა "მის მსოფლიოს" გვირგვინი 2009 წლის გიბრალტარელი "მის მსოფლიოსგან" მიიღო.
კონკურსში მონაწილეობას 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა.
კონკურსში ქართველი დეა არაყიშვილიც მონაწილეობდა.