ნოემბერში საქართველოში რუსული კინოს ფესტივალი ჩატარდება. წარმოდგენილი იქნება, როგორც ადრინდელი, ისე ახალი ნამუშევრები.
ფესტივალზე ჩამოსვლას გეგმავენ ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და კრიტიკოსები.
ფესტივალი 4 ნოემბერს გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს ღონისძიება იქნება მნიშვნელოვანი წვლილი სახალხო დიპლომატიაში.
ფესტივალზე ჩამოსვლას გეგმავს ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში "დიდი იმედებითა და ფარული კმაყოფილებით" გაემგზავრება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 31 ფილმი.
გაიმართება ასევე ცნობილი რეჟისორის სერგეი სოლოვიოვის ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი "ისტორიის საშინელი პარადოქსი იყო".