"ნოვოვაქსთან" მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე, - თქვა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა, დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისივე თქმით, ეს, დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.
"ამ დროისთვის მიიღებს "ნოვოვაქსი" საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას. წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას, რადგან საქართველომ "ნოვოვაქსთან" ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია. გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით ადრე არ დაიწყეთ კომუნიკაციაო, აი, დაიწყეს "ნოვოვაქსთან" დიდი ხნით ადრე და სავარაუდოდ, მივიღებთ მილიონ დოზას. უკვე არის წინადადება, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის გეგმის საკითხს", - თქვა ცერცვაძემ.