ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს. თავის დროზე, სხვებთან ერთად ის ცოფებს ყრიდა არ გამაგონოთ ჩინური და რუსული ვაქცინაო, ასეთი იყო ზოგადად საზოგადოების შეკვეთა და სახელმწიფომ ეს, ყურად იღო, - თქვა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა, დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესმა იმიტომ დააგვიანა, რომ საზოგადოებისა და ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ქვეყანაში ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო.
"ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ან რუსული ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. საქართველომ კი - არა. ელოდება ამერიკულს, ევროპულს. ამიტომ დაგვიანდა 2-3 კვირით. ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს. თავის დროზე, სხვებთან ერთად ის ცოფებს ყრიდა არ გამაგონოთ ჩინური და რუსული ვაქცინაო, ასეთი იყო ზოგადად საზოგადოების შეკვეთა და სახელმწიფომ ეს, ყურად იღო.
ვადასტურებ, რომ მათ შეეძლოთ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა 2-3 თვის წინ, ასეთ შემთხვევაში კი, ვაქცინაციას დავიწყებდით უფრო ადრე, ვიდრე ეს დაიწყო თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ. თუმცა, იმიტომ არ შემოიტანეს საქართველოში, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ.
საქართველო კი მაღალი სტანდარტული გზით წავიდა. რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ამას და ამბობ, რომ ეს საქართველოს კატასტროფაა და იმ ქვეყნების წარმატება. 2 და 3 კვირას ხომ არ უნდა შევწიროთ ასეთი სტრატეგიული ინტერესები. ამ საკითხის დაყენება უზნეობაა. რა სინდისით გვამუნათებენ. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება იმას, თუ რამხელა დემაგოგიას ეწევიან ჩვენი ოპონენტები", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.