ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. რადგან, მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ინფიცირების, - თქვა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა, დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
"ისრაელში, რომელმაც მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა, ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ბოლო 1 კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე დაბლა არ ჩამოდის. მე ეჭვის ქვეშ კი არ ვაყენებ ვაქცინის ეფექტურობა, არამედ ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება, სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად, ეფექტური, ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული. ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს - ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. რადგან, მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ინფიცირების. არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.