რომ აცრა ბრიტანეთმა მოსახლეობის თითქმის 30 %, ამან შეაჩერა ბრიტანეთში კოვიდი? - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფორმულას გადაცემა "პოლიტმეტრში" თქვა.
მისი თქმით, ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას არ აჩერებს.
„ვაქცინაციის დაწყება არ აჩერებს ეპიდპროცესს. ეპიდპროცესის გაჩერება შეუძლია ვაქცინაციის დამთავრებას. აი, მაგალითად, ისრაელს, რადგან უკვე 90 პროცენტი ერთხელ აცრა და ძალიან ბევრია ორჯერ აცრილი შეუძლია, გადაწყვიტოს რეგულაციები შეამსუბუქოს თუ - არა. სხვა ქვეყნები ამას გადაწყვეტენ, როცა მორჩებიან.... მანამდე, ეპიდპროცესის მართვა ხორციელდება ნაცადი მეთოდებით - პირბადეებითა და სოციალური დისტანციით“, - თქვა იმნაძემ.